Trick's - გაკვეთილები [5]
Games - თამაშები [31]
Movie's - დემოები [18]
Model's - იარაღის სკინები [28]
Model's - იარაღის სკინები [8]
CT/T Model's - მოდელები [4]
Sprites - ეფექტები [4]
Logo - ლოგოები [9]
Backgrounds - ფონები [5]
Soft - პროგრამები [23]
Configs - კონფიგები [73]
Cheat's - ჩეთები [8]
AntiCheat - ანტიჩეთი [31]
Patch - პაჩები [4]
Amx - მოდები [16]
Plugin's - პლაგინები [48]
სხვადასხვა..... [5]
Players/მოთამაშეები [6]
სერვერები [1]
როგორ დავამატოთ სიახ... [0]
Mobile - მობილურისთვის [0]
ჩვენი გამოკითხვა
როგორ არის ჩვენი საიტი
Total of answers: 18
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 20 » sXe Injected Anticheat & დაყენების ინსტრუქცია
03.16
sXe Injected Anticheat & დაყენების ინსტრუქცია
ვისწავლოთ ყველამ sXe Injected ანტიჩეთის დაყენება კომპშიც და სერვერზეც,
იმედია მომრავლდება მალე sXe დაცული სერვერები და მოთამაშეებიც.

რა არის sXe Injected?
sXe Injected არის Counter Strike Anticheat
(Client/Server) ტიპის ანტიჩეთი, ანუ ის ყენდება სერვერზე,
მაგრამ ასევე ყენდება Client_ზე ანუ მოთამაშეებმა თავის კომპშიც
უნდა იქონიონ sXe Injected, მისი ჩართვის შემდეგ ჩართავენ ქაუნთერს,
შემდეგ შევლენ sXe დაცულ სერვერზე, წინააღმდეგ შემთხვევაში
მათ სერვერი გააგდებს. sXe Injected სერვერს იცავს 100%_ით
ყველანაირი ჩეთისგან, სკრიპტებისგან, მოკლედ 100%_ით
ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება მსოფლიოში, ინტერნეტ სერვერის
დასაცავად, მაგრამ ეს მხოლოდ "სერიოზული" ხალხის საქმეა :(
რომლებიც LAN თამაშობენ, რადგან sXe Injected ინტერნეტში = LAN-ს :)
+ სხვა ანტიჩეთები სერვერებს გრუზავენ... ეს კი არანაირად.

როგორ დავაყენო კომპში sXe Client?
და როგორ შევიდე sXe დაცულ სერვერზე?
თქვენ გადაწერთ ქვემოთ მოცემული ლინკიდან sXe_ს,
არქივში შეგხვდებათ პაპკა Client რომელიც ამისათვის დაგჭირდებათ,
Client პაპკაში არის საინსტალაციოც და ვიდეო გაკვეთილიც.
რა უნდა ვიცოდე, sXe Client-ის მოხმარების შემთხვევაში?
►აუცილებელია გქონდეთ სრულყოფილი ქაუნთერი,
რადგან ნაგავ ქაუნთერზე sXe არ იმუშავებს კორექტულად,
შეგიძლიათ გადაწეროთ ჩვენი პროექტებიდან სასურველი ქაუნთერი,
რომლებიც თავისთავად უპრობლემოდ მუშაობენ sXe ანტიჩეთზე,
აკრიბეთ საიტზე ძიებაში Counter-Strike 2.0 ან LuxCS, ნახავთ და გადაწერეთ.
-თუ გაქვთ ძველი ქაუნთერი ანუ 47 პროტოკოლი და sXe არ მუშაობს:
მაშინ თქვენს ძველ ქაუნთერს ჯერ დაჭირდება პაჩის დაყენება,
ამ შემთხვევაში გადაწერეთ პაჩიანი გადმოწერის ბმულიდან...
დააყენეთ ის პაჩი თქვენს ქაუნთერში და თქვენი ქაუნთერი sXe_ზე იმუშავებს,
ამჟამად დატესტილი გვაქვს რომ v19, v21 და v23b პაჩები sXe-ზე მუშაობს.
►ქაუნთერი უნდა ჩართოთ opengl ვიდეო რეჟიმზე, 32-ბიტზე.
►არ დააყენოთ მიზნიანი awp და არ შეცვალოთ მოთამაშეთა სკინები.
►არ დააყენოთ user*.cfg სკრიპტები, არ იხმაროთ ჩეთი.
►sXe_სთან ერთად ჩართული ქაუნთერით ვერ ითამაშებთ ბოტებთან,
ითამაშებთ მხოლოდ სერვერებზე.
ბოტებთან სათამაშოდ sXe-ს გარეშე ჩართეთ ქაუნთერი.
►sXe ჩართვის გარეშე sXe დაცულ "მაგრამ sXe არასავალდებულო" სერვერზე თუ შეხვალთ,
შესაძლოა სხვა სერვერზე ვეღარ გადახვიდეთ ქაუნთერის გამორთვა-ჩართვის გარეშე,
ანუ ამიტო sXe სერვერზე შესვლას როცა დააპირებთ sXe აუცილებლად ჩართეთ,
ასე sXe_ზე ჩართული ქაუნთერი sXe_ს გარეშე სერვერზეც უპრობლემოდ შედის.
►ზემოთ მოცემულ ან სხვა შეუსაბამობის შემთხვევაში,
sXe ან ქაუნთერს გაგითიშავთ ან არ გააქტიურდება.

როგორ დავაყენო სერვერზე sXe Server?
თქვენ გადაწერთ ქვემოთ მოცემული ლინკიდან sXe_ს,
არქივში შეგხვდებათ პაპკა Server,
Server პაპკაში არის sXe_ს სერვერზე დასაყენებელი plugin,
ასევე სერვერზე დაყენების ორიგინალი ინსტრუქცია,
ინგლისურ და რუსულ ენებზე,
თავად Server პაპკაში კი იგივე
დაყენების ინსტრუქცია ქართულად.

1ka:
sXe Injected Server-ს აქვს ბევრი სხვა დამატებითი ფუნქცია,
Client_ს კი პრობლემები, რომელთა მოგვარების შესახებ პერიოდულად დაიწერება ამავე სიახლეში,
კომენტარებში დაწერეთ პრობლემების შესახებ თუ რამე იქნება, შეძლებისდაგვარად მოვაგვარებთ.

რომელია ამჟამად ბოლო ვერსია?
ამჟამად ამ სიახლის გადმოწერაში შემდეგი ვერსიებია:
CLIENT: sXe Injected 12.1 Fix 3 - (07/03/2012)
SERVER: Windows Server 7.1.1.1 - (14/03/2012)
►თუ გსურთ შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე გადაამოწმოთ ვერსია
და გადაწეროთ ოფიციალური საიტიდანვე:
http://www.sxe-anticheat.com/
http://www.localstrike.net/sxeinjected
►ყოველ ახალ ვერსიაში სწორდება შეცდომები,
რომლებიც არასწორად მუშაობენ
ან sXe_ს გამოყენებაში ქმნიან პრობლემებს.

გადაწერეთ sXe Client_იც სათამაშოდ და sXe Server-იც სერვერზე დასაყენებლად:
თქვენ არ შეგიძლიათ ფაილების გადმოწერა სერვერიდან --- დაკლიკეთ ამ ბმულს და გადაწერეთ.
ან გადაწერეთ sXe Client_იც სათამაშოდ და პაჩიც ძველი ქაუნთერისთვის:
http://mydisk.ge/download.php?id=zatumyhej
კატეგორია: AntiCheat - ანტიჩეთი | ნანახია: 671 | დაამატა: NOKIA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა